საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას "თავი შეიკაონ მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან და მოთოკონ ემოციები":
_ გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები: