ნიკა გვარამია ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე წავიდა. დაკითხვა დღეს, 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, ამ დრომდე გადაიდო.
ნიკა გვარამიამ გუშინ განცხადება გააკეთა, რომ ემუქრებიან და ცდილობენ მის დაშანტაჟებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებით. მისი ამ განცხადების საფუძველზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო და გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს.