გიგა ბოკერია უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ტელევიზიებით გავრცელდა კადრები, სადაც მას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა უწყება ჩააბარა.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ძალოვანი სტრუქტურები მედიით გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ რომ ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ არეულობა შემოიტანონ სახელმწიფოში და ძალისმიერი მეთოდებით შეცვალონ ხელისუფლება.
ბოკერიას ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.