ბიძინა ივანისვილის აზრით უცხოელ კოლეგებს მთავრობიდან მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე.
"რა თქმა უნდა ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებას, სწორედ ამაზე მუშაობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს, გარედან აჩენენ ეჭვებს, რომ იხურება დამოუკიდებელი ტელევიზია. რეალურად რა ხდება რუსთავი 2-ის ირგვლივ? ესენი აწვდიან ზღვა ინფორმაციას, ჩვენგან ნაკლები ინფორმაცია მიდის და არიან ჩვენი უცხოელი მეგობრები გაწვალებულები, მაგრამ რეალურად ეს ხომ არ ხდება? იქნებ თქვენ გაქვთ ინფორმაცია და მე არ ვიცი, რომ ვინმე ხურავს დამოუკიდებელ არხს. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. არსად არ უთქვამს ხალვაშს, რომ აპირებს არხის დახურვას."– განაცხადა ივანიშვილმა.