საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გაზვიადებული და აჟიტირებულია.
"თითქოს იქეთ გადავიდა დღეს რეალურად აქცენტი, რომ მოსამართლე უნდა გასამართლდეს და დავას თავი უნდა დაანებონ. როგორ კადრულობენ, რომ მთელ სისტემას აყენებენ შეურაცხყოფას. სად მიდიან მაშინ, მოსამართლემ მათ სასარგებლოდ რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება?!" _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის დავის სამართლიანად გადაწყვეტას ისურვებდა.