ჩვენი გუნდია მთელი საზოგადოება და არა რომელიმე ჯგუფი, როგორც ეს ნაციონალების დროს იყო. დღეს ისევ ამ სიცრუის მანქანის, "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობით მიდის პროპაგანდა რომ ყველაზე დიდი დანაშაული არის ამ კადრების გავრცელება და არა დამზადება, არა ის, რაც შიგთავსია. აქ მინდა პატარა პარალელი გავაკეთო.
გვარამია მთავარი პროკურორი გახლდათ როცა ამ კადრებს იღებდნენ. როგორც მაშინ იცავდა კანონს, ახლაც ისე იცავს თავისუფალ სიტყვას, ვინ არის საერთოდ გვარამია, რა უნდა? ის არის მენეჯერი, მესაკუთრე ხომ არ არის? კანონი ავალდებულებს მესაკუთრეს დარეგისტრირდეს რეესტრში, შუალდში კეზერაშვილზეც უნდოდათ ამ არხის გადაფორმება, მაგრამ სასამართლომ ეს არ დაუშვა", _ განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "ქრონიკასთან."