2000 კაცს ნებისმიერ ქელეხში მოაგროვებ. დაატარებს ამ ხალხს ეს "რუსთავი 2", ზოგი ნათესავია, ზოგს ფულს ურიგებენ და არიან ამბებში, _ ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რუსთავი 2" საუბრისას გააკეთა და დასძინა, რომ ნიკა გვარამიას საქმე ჟურნალისტების მიხედვაა.
"ვინაა ეს გვარამია საერთოდ, რა უნდა. მენეჯერმა ჟურნალისტებს უნდა მიხედოს და მფლობელების დავაში არ უნდა ერეოდეს. ეს ის გვარამიაა, რომელიც პროკურორის მოადგილე იყო მაშინ, როცა კადრებში აღბეჭდილი ფაქტები ხდებოდა.", _ აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების არანაირი საფუძველი არ არსებობს.