საკონსტიტუციო სასამართლომ ვახუშტი მენაბდეს სარჩელი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არსებითად განსახილველად არ მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი სახელწოდებით "მოქალაქე ვახუშტი მენამდე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ" არსებითად განსახილველად არ მიიღო.
მოსარჩელე ვახუშტი მენაბდე სარჩელში საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვდა. სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ არგუმენტად კი, მენაბდეს საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილება მოჰყავდა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა ხმებსა და მაჟორიტართა მანდატებს შორის ბალანსი დარღვეულად ცნეს.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში 31 ოქტომბერს არის დანიშნული.