https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

    ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შვიდი ოჯახი წვიმის და ერთი ჭერის ქვეშ

14:02; 28.02.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ ადამიანებს ყოველდღიურად ვხვდებით, ვესაუბრებით, ზოგიერთთან ვმეგობრობთ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი.

ე. წ. "ჩოხატაურის სპორტკომპლექსი" კომუნისტურ პერიოდში აიგო, თუმცა, მას შემდეგ ფუნქციონირება ვერ დაიწყო. უფუნქციო შენობაში უსახლკარო ოჯახი პირველად 22 წლის წინ შევიდა. დღეს იქ 7 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი, სახელმწიფოსეული გაგებით, სოციალურად დაუცველია, ადამიანური ენით კი _ ღატაკი.

_ 22 წლის წინ შემოვედით აქ. ერთ ოთახში ოთხი სული ვცხოვრობთ. მეუღლე ერთი წლის წინ გარდამეცვალა. ჩვენი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, _ გვეუბნება ყარაჯაშვილების ოჯახის დიასახლისი, რომელიც ჩვენთან საუბრისას ცრემლებს ვერ მალავს.

_ ჩემი შვილი სპორტსმენი იყო. საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა, თუმცა, ავარიის შედეგად სპორტს თავი დაანება, _ გვაცნობს ახალგაზრდა ქალიშვილს, რომელიც დედასთან ერთად, ავარიულ სახლი უმამოდ ზრდის ორ პატარას.

_ ამას თუ ცხოვრება ჰქვია, ვცხოვრობთ _ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სამი წლის წინ, როცა სახურავის ნაწილი სტიქიისგან დაზიანდა, გუბერნატორის ჩათვლით, ყველას შევეხმიანეთ, მაგრამ არაფრად ჩაგვაგდეს. ალბათ, აქ მცხოვრებლები ადამიანებად არ მივაჩნივართ, _ გვიყვება ლუიზა ყარაჯაშვილი, რომელსაც უამრავი დიპლომი და სიგელი საგულდაგულოდ აქვს შენახული _ ცდილობს, წვიმამ არ დაუსველოს.

_ აქ გაჭირვების გამო ვცხოვრობთ _ სხვაგან არ გვაქვს წასასვლელი, თორემ აქ როგორ იცხოვრება?! შუაფარცხმაში გვქონდა სახლი, რომელიც სტიქიამ დაგვიზიანა და მას შემდეგ აქ ვართ შემოხიზნულები. არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ სახურავი მაინც შეაკეთონ, _ დასძინა ლუიზამ.

აქ მცხოვრები ოჯახები გასათბობ შეშას მდინარის პირზე ან ახლო-მახლო ტერიტორიაზე ეძებენ: _ გასულ წელს, გამგეობას ვთხოვეთ და არ დაგვეხმარა. წელს აღარ მოგვითხოვია _ რა აზრი აქვს? _ გვითხრეს ყარაჯაშვილებმა.

ამავე ბინაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნარგიზ  ჩხაიძე. ორივე შვილი აქ გაზარდა, ოთახში, რომელსაც არც იატაკი აქვს და არც ფანჯარა. ქარის და წვიმისაგან დაცვას ფანჯრის რაფაზე გაკრული ტომრის ნაგლეჯით ცდილობს, თუმცა, ვერ ახერხებს. ოთახში, სადაც სამი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი საწოლი დგას, წვიმა ჩამოდის. აქ მცხოვრები ოჯახები თანხმდებიან, რომ ყველაზე ცუდ პირობებში ჩხაიძეების ოჯახია. არადა, ყველა მათგანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

ქალბატონო ნარგიზს უფროს ვაჟს ბევრი ნატვრა აქვს, ყველაზე მეტად კი ფერადი ტელევიზორი უნდა.

_ ეს არ უჩვენებს. მეც მინდა, ჩემი კლასელებივით ფერად ტელევიზორში ვუყურო მულტფილმებს, _ ამბობს პატარა.

ნარგიზი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ყოველთვიური ანაზღაურება _ 140 ლარი და სოციალური დახმარება საკვებისთვის ძლივს ყოფნით.

სოციალური დახმარების იმედადაა მეგრელიძეების ოჯახი _ დედა და არასრულწლოვანი შვილი, მეზობლების მსგავსად გაუსაძლის მდგომარეობაში, შეძლებისდაგვარად, ცდილობს თავის გატანას. ოჯახის დიასახლისი, იმისთვის, რომ 15 წლის შვილს არაფერი მოაკლდეს, სხვადასხვა ოჯახში დამხმარედ მუშაობს:

_ ხან რას მაძლევენ და ხან _ რას. გაჭირვებით გაგვაქვს თავი. ჩემი დაც მეხმარება _ ყოველ თვე ერთ ტომარა პურის ფქვილს მაძლევს. ეს დიდი შეღავათია ჩემთვის. სოციალური დახმარება ბავშვს რვეულისთვის და სხვა სასკოლო ინვენტარისთვის ყოფნის, _ ამბობს მეგრელიძეების ოჯახის დიასახლისი.

ვარდოსანიძეების 7-სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალიც სოციალური დახმარებაა: _ ამ შენობაში არც წყალია და არც გაზი. წასასვლელიც არსად გვაქვს. 22 წელია, აქ ვცხოვრობთ. ცოტა ხნის წინ მეუღლე დამეღუპა და, შესაბამისად, შემოსავალიც მოგვაკლდა, _ გვითხრა ნუნუ ვარდოსანიძემ.

უფროსებთან საუბარში პატარებიც ჩაერთვნენ და სურვილები გაგვიმხილეს _ სათამაშოები, წიგნები, ბურთი, თოჯინა _ ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომლებიც პატარებს ძალიან უნდათ.

_ ბავშვები არიან და არ ესმით, _ პატარების გაჩერებას ეცადნენ უფროსები, რომლებსაც იმ ყოფიდან გამომდინარე, რომელშიაც ცხოვრობენ, სხვა სურვილები აქვთ: _ თავშესაფარი, სადაც არ წვიმს; შემოსავალი, რომლითაც ოჯახს არჩენენ, წყალი და გაზი, მით უმეტეს, რომ იქვე მეზობლად ცენტრალური გაზსადენიც გადის.

აქ მცხოვრები ადამიანების თქმით, დაბის რწმუნებული, გოჩა ჯინჭარაძე ერთადერთი ადამიანია, ვინც მათი ამბით ინტერესდება: _ ბევრჯერ ჯიბის ფულით დაგვხმარებია, _ ამბობენ შენობაში მცხოვრები ადამიანები და იმ იმედით გვაცილებენ, რომ იქ "ზემოთ", თბილ სავარძელში მოკალათებული ადამიანი ან ადამიანები ერთ დღეს მათი ბედითაც დაინტერესდებიან და მათ დროებით საცხოვრებელში, ყოველი წვიმის დროს, საწოლების გადაადგილება, დასველების თავიდან ასაცილებლად მაინც აღარ გახდება საჭირო.

ფოტოების ავტორი: დავით ჩხიკვაძე
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს _ რას გვირჩევს ფსიქოლოგი

11:30; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

ხანძარი თბილისში – საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

08:31; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3 მარტი, 2026

მეცნიერები სიცოცხლის ერთი წამით შემცირებას აპირებენ

ამერიკელმა ფიზიკოსებმა ანტილაზერი შექმნეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

12:25; 4.03.2026
მსოფლიო

“ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

11:45; 4.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
საზოგადოება

ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს _ რას გვირჩევს ფსიქოლოგი

11:30; 4.03.2026
პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური

11:22; 4.03.2026
სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4.03.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

10:20; 4.03.2026
სამართალი

დაჭრა და ადგილიდან მიიმალა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:16; 4.03.2026
მსოფლიო

ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

10:16; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

10:09; 4.03.2026
ზაფრანი

ორი ყველაზე მყარი წყვილი

10:00; 4.03.2026
Happy couple
ზაფრანი

ორი ყველაზე მყარი წყვილი

9:59; 4.03.2026
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ქმარი

9:58; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო