რამდენიმე დღის წინ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა თოდუას ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი "ივლიტა", რომლის პრეზენტაცია "გურია ნიუსის" ოფისში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გაიმართა.
პროექტზე მუშაობდნენ ნორჩ მკვლევართა და მოგზაურთა კლუბის _ "ფესვების" წევრები. მათ წარმოადგინეს ლიტერატურული მონტაჟი "მამულს გული".
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიარეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღირსშესანიშნავი ადგილები: ერკეთის დედათა მონასტერი, ბუკისციხე, ზენობანი, გორაბერეჟოული.