თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ახალი ავტობუსები, სავარაუდოდ, მომავალი წლის ივლისში გამოჩნდება:
_ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის გამოცვლაზე აპრილიდან აქტიურად ვმუშაობთ და გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი.
აქტიურად ვიმუშავეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ავტობუსების პარკის ნაწილის გამოცვლაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაგვიკეთებენ.
სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ივლისის თვეში ახალი ავტობუსები შემოვა.
პირველ ეტაპზე საუბარია 200 ერთეულ 12 მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც ბუნებრივ აირზე იმუშავებენ.
ეს ავტობუსები აუცილებლად იქნება ადაპტირებული და კიდევ ერთი, საწვავის ახალი ტიპი მნიშვნელოვნად დაიცავს ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფისგან, _ განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა "2030"-ში საუბრისას.