"რუსთავი 2"-ს "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში პირდაპირ ეთერში პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების წევრები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე აკეთებენ შეფასებებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა.
" ეს რაც დღეს მოხდა, ნიშნავს, რომ ჭაობისკენ მიდის ქვეყანა. ჩემთვის კიდევრ ერთხელ გარდაიცვალა სასამართლო. ურთმელიძემ კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, – თქვა ზაზა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს, დაიცვან სიტყვის თავისუფლება. "გამოხატვის თავისუფლებას უნდა იცავდნენ ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებ სოლიდარობისკენ. მე კი არ უნდა ვიცავდე დღევანდელ ამბებს ან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებას უნდა იცავდეს მედიის წარმომადგენლები," – თქვა ხატიაშვილმა.