"მე გამარჯვებული ვარ ამ საქმეში, გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდთან, რომელიც ყველაფერს მიითვისებდა ტერორით, ძალადობით და შანტაჟით.
ჩვენ მივმართეთ დავის ცივილიზებულ ფორმას. მე დათო დვალთან ვილაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება აუცილებლად პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს.
კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზოა" _ განაცხადა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.