საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძემ გუშინდელი გადაწყვეტილებით თქვა, რომ მას კონსტიტუცია და კანონი არ აინტერესებს.
"ვფიქრობ, მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა. მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა აინტერესებდეს კონსტიტუცია, არ არის ვალდებული დაიცვას კანონი და დაემორჩილოს მას. ამიტომ ეს პროცესი არ ეხება "რუსთავი 2"–ს, არამედ, ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს.
წინასწარ ძნელია თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება დემონსტრაცია, თუმცა, დემონსტრაციით ვერ შემოიფარგლება ის, რაც საქართველოში ხდება. არცერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია საქართველოში დიქტატურის დამყარება და არც გამოუვა", – განაცხადა "გურია ნიუსთან" საუბრისას კალანდაძემ.