"რუსთავი 2"-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება არის სრულიად უკანონო, გამოცლილია სამართლებრივი შინაარსისგან და უფრო მეტიც, ჩვენ ამ განჩინებაში ვხედავთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მოსამართლე უთითებს ნორმებს, რომელიც პროცესუალურად ეწინააღმდეგება კანონს. ის დოკუმენტი, რომელიც მან გამოიტანა 5 ნოემბერს არის განჩინება, გადაწვეტილებასა და განჩინაბაზე კი, არის სხვადასხვა დოკუმენტი, შესაბამისად, მას ეს უნდა დაეწერა შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ ჯერ არ ჩაგვბარებია", _ განაცხადა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.