"ეს განჩინება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მასში საერთოდ არ არის მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა. ეს განჩინება ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს", – ამის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ნაცვლიშვილის თქმით, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები. ნაცვლიშვილი ასევე განმარტავს, რომ ყოვლად წარმოუდგენელია მოსამართლემ ერთ დღეში ამდენი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
„ბევრ კითხვებს აჩენს როგორ მოხდა ერთ დღეში ასეთი განჩინების გამოტანა. მოსამართლე უნდა იყოს ნეიტრალური და დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს დაინტერესებული დავის შედეგით, ეს განჩინება კი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის,“ – აცხადებს ნა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის განმარტებით "ეს განჩინება ფარდას ხდის მთელ იმ მიზანს რასაც ემსახურებოდა ეს საქმე, და ეს მიზანია ერთადერთი, რომ შეიცვალოს მედიის დამოუკიდებლობა შეიცვალოს".
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გუშინ გამოტანილ განჩინებასთან და რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.