უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნინო გვენეტაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში შეხვდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს, მისი სურვილის შემთხვევაში.
"ამასთან დაკავშირებით, დღეს დილითვე შედგა კომუნიკაცია მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან. ამ დრომდე მოსამართლისგან ინფორმაცია არ შემოსულა. ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებს სხდომას დღის წესრიგის მიხედვით", – ნათქვამია განცხადებაში.