ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულე ორ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება.
ნიგვზიანში გამგებლის წარმომადგენლის ირაკლი გუჯაბიძის თქმით, შემთხვევა საბანკეტო დარბაზის სიახლოვეს მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.