ორი დღის წინ თბილისში, მშვიდობის ხიდთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. რის შედეგადაც ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა მტკვრიდან ამოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, ახალგაზრდა გოგონას ძებნის სამუშაოები კი ამ წუთებშიც შეუჩერებლად მიმდინარეობს. ერთი დაზარალებული გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში.
. მდინარე მტკვირდან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, სადაც ზემოთაღნიშნული ადამიანები ისხდნენ.