დასავლეთ საქართველოში თხილის ფასმა კიდევ მოიმატა. ამ დროისთვის ერთი კილოგრამი თხილის ფასი 8,50 თეთრია.
მაღალი ხარისხის თხილი კი, რომელსაც ქარხნები იბარებენ 9 ლარი ღირს.
გასულ წელს, ამ დროს, 1 კილოგრამი თხილი 10 ლარი ღირდა. როგორც მწარმოებლები ამბობენ ამის მიზეზი თურქეთია, სადაც, გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთში თხილი ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე საქართველოში, რაც ბუნებრივია ფასზეც აისახება.
მწარმოებლები ამბობენ, რომ საქართველოში, თხილის ხარისხს არასწორი მოვლა განაპირობებს.