"პატრიოტთა ალიანსი" საქართელოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციებს იწყებს, ამის შესახებ ტელევიზიით გახდა ცნობილი.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა შეურთდება თუ არა აქციებს "პატრიოტთა ალიანსის" გურიის წარმომადგენლები.
ამავე პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შოთა გოგიბერიძის თქმით, ამ დღეებში დაწყებულ საპროტესტო აქციას დიდი მხარდამჭერა აქვს მოსახლეობისგან.
" ეს აქცია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დაიწყეს, შემდეგ უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. აქცია ჩართულები არიან ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია, ლევან თედიაშვილმა და ა.შ. გუშინ ამ შიმშილობას შეურთდა 25 კაცი და დღესაც ანალოგიური იქნება." – თქვა გოგიბერიძემ.
მისივე თქმით, ოზურგეთში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეებში შეურთდნენ აქციას.