ზაალ უდუმაშვილმა და ნიკა გვარამიამ დროებითი მმართველების განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენცია გამართეს.
უდუმაშვილის თქმით, მისი დანიშვნის დოკუმენტი უკანონოა:
_ ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა საყვარელიშვილმა და დვალმა ისე, რომ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო ზედ. ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და შესაბამისად ეს დოკუემენტი უკანონოა, _ განაცხადა უდუმაშვილმა.
ნიკა გვარამიას თქმით, "ეს უნდა გახდეს აუცილებლად გამოძიების საგანი, რადგან ზალიკო ამ თანამდებობის პირებმა დააყენეს ძალიან მძიმე, მათ შორის პოტენციურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ"
_ მოვითხოვთ, ამ ფაქტის გამოძიებას, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ჯერ ნოტარიულად გაფორმება და შემდეგ რეგისტრაცია. ეს არის ფარატინა ქაღალდი და უნდა იყოს ბათილი, რადგან არ ახლავს სავალდებულო რეკვიზიტი – მეორე მხარის ნების გამოვლენა, _ გaნაცხადა გვარამიამ.