ნიკა გვარამიას განცხადებთ, დიდი ალბათობით, დავით დვალს და რევაზ საყევარიშვილს მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი დაუდგებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სასამართლოში არ დააფიქსირებენ, რომ ემიჯნებიან პროცესებს.
"თქვენ ხართ მშიშრები. თქვენ თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან, დღეს 3 დღე საკუთარ სახლებში თბილად მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ.
ჩვენ აქ ვართ გამოკეტილები, როგორც ქაჯეთის ციხეში და ბოლომდე ვიცავთ კომპანიის ინტერესებს. დ
ღეს დაადასტურეთ, რომ თქვენი განცხადებები ტელეკომპანიის დაცვაზე, მისი თავისუფლების უზრუნველყოფაზე არის სისულელე. პირველივე ხელის დაქნევაზე გაიქცევით აქედან. თქვენი სახლებიდან გაიქეცით დღეს უკანალზე ირტყამთ ფეხებს ისე გარბიხართ. რა ტელეკომპანია უნდა დაიცვათ თქვენ?!
გამოსავალი არსებობს, ის ნაპოვნია, მიბრძანდით სასამართლოში და თქვით, რომ ემიჯნებით ამ პროცესებს. მიიღებთ მყისიერად სამართლებრივ შედეგს და საკუთარ შედეგს და საკუთარ თავსაც დაიძვრენთ იმ მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობიდან, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით თქვენ დაგეკისრებათ მეგობრებო," – განაცხადა ნიკა გვარამიამ.