რუსი სპორტსმენები, შესაძლოა, 2016 წელს ბრაზილიაში გასამართ ოლიმპიადაზე არ დაუშვან. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს დოპინგთან მებრძოლი სააგენტოს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციაში მძლეოსნებს შორის კულტურის ღალატს ღრმად აქვს ფესვები გადგმული. რაც მეტყველებს, რომ 2012 წელს როდესაც ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთმა 24 ოქროს მედალი მოიგო სპორტსმენებს გამარჯვებისთვის არ უბრძოლიათ.
როგორც ცნობილია, რუსეთის დოპინგთან მებრძოლი სააგენტოს დირექტორმა ნიკიტა კამაევმა მსოფლიოს დოპინგთან მებრძოლი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში დაგმო და მას "არაპროფესიონალური, ალოგიკური და დეკლარაციული" უწოდა.
მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს რუსეთის სპორტის მინისტრიც გამოეხმაურა.
"რუსეთმა ადრე მიიღო საჭირო ზომები დოპინგის მოხმარების პრობლემას გადასაჭრელად. გარდა ამისა, მოსკოვის ანტი-დოპინგური ლაბორატორია ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიად აღიარეს,"_განაცხადა მან.
როგორც რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ აღნიშნა დოპინგის ტესტი მსოფლიოს დოპინგთან მებრძოლი სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა და რუსეთში მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.