საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვაა.
პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონში _ აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი.
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ გურიაში ინტერნეტით ისარგებლებს 30 სოფელი:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში: დაბა ჩოხატაური, განახლება, გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, კოხნარი, შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, ქვენობანი, შუა განახლება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ქვემო აკეთი, აცანა, ჭანჭათი, ქვემო ჩიბათი, გვიმბალაური, ლესა, მაჩხვარეთი, ქვიანი, ქვემო შუხუთი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში: ბოხვაური, დვაბზუ, ლაითური, ლიხაური, მელექედური, მერია, ნარუჯა და შემოქმედი.



































































