პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ სწავლა განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში დამატებითი უსაფრთხოების დამცველი პერსონალია შეყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილოსოფოს ვოლტერის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც ახლოს მდებარეობს ადგილთან, სადაც პარასკევს მომხდარ თავდასხმას ბევრი მსხვერპლი მოჰყვა, კრიზისული ცენტრი შეიქმნა.
როგორც ცნობილია, კრიზისულ ცენტრში მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სოციალური მუშაკები დახმარებას გაუწევენ.