ჰაკერების დაჯგუფებამ, რომელიც "ანონიმურის" სახელითაა ცნობილი, ისლამურ სახელმწიფოს ომს უცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰაკერებმა მიზანში "ისლამური სახელმწიფო" ამოიღეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰაკერულმა დაჯგუფებამ წარსულში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაქირავებული მედიის ძალისხმევა ჩაშალა და შეიძლება ამჯერად ცდილობენ, მიზანში დაჯგუფების სხვა საკომუნიკაციო ქსელები ამოიღონ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ჰაკერები სამთავრობო უწყებებისა და კომპანიების ვებ-გვერდებს თავს ხშირად ესხმიან.