პარიზში, გასულ პარასკევს მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
"ვაპირებ, დახმარება ყველა ქვეყანას ვთხოვო,"_განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯინ-ივეს ლე დრიანმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საფრანგეთს სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციებში დაეხმარებიან.