სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პრემიებისა და დანამატების შესახებ საუბრობს.
როგორც ლაშა თორდიამ თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს აღნიშნა, ხელფასი, ფულადი ფორმით პრემია, შემცირდა 31 მილიონით, ხოლო ხელფასი, ფულადი ფორმით დანამატი, გაიზარდა 45 მილიონით.
როგორც თორდიამ საუბრის დროს აღნიშნა, ეს ჩანაწერები ბიუჯეტშია მოცემული.
ლაშა თორდიას განცხადებით, არის სამინისტროები, სადაც დანამატები და პრემიები წინასწარ არის გაწერილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა საუბრისას ის წესები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც პრემიისა და დანამატის გაცემა რეგულირდება.
"არ შეიძლება, განისაზღვროს, რომ ადამიანი ღამის ცვლაში იმუშავებს ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს," – განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისი განცხადებით, დანამატები წელს გაზრდილი არის: რეგიონალური განვითარებით სამინისტროში – 69%; იუსტიციის სამინისტროში – 206%; სასჯელაღსრულების სამინისტროში – 412%; კულტურის სამინისტროში – 1509%; დევნილთა სამინისტროში – 35%; ჯანდაცვის სამინისტროში კი – 270%.