პარიზის ტერაქტის ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი პოლიციის რეიდის დროს დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
THE INDEPENDENT -ის ცნობით, ტერორისტის სიკვდილს საფრანგეთის პროკურატურაში ადასტურებენ.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, აბაუდი ოთხშაბათს პარიზში, სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს პოლიციელებმა მოკლეს, ხოლო მისი ვინაობის დადგენა თითის ანაბეჭდებით მოხდა.