როგორ შეაფასებდით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მედიის კუთხით – ამ კითხვით "გურია ნიუსმა" აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ლორა ტორნტონს მიმართა. მან დეტალურად არ ისურვა ამ საკითხზე ესაუბრა და მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
"დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, მაგრამ იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირები შეძლებენ დაიცვან მედიის თავისუფლება ქვეყანაში. იმიტომ, რომ მედიის დამოუკიდებლობა არის საკვანძო და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დემოკრატიის განვითარებისთვის." – თქვა ლორა ტორნტონმა.