იტალიის პოლიციამ, შინაგან საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოს მკვლელობის მომზადებაში ეჭვმიტანილი სიცილიური „კოზა ნოსტრას“ ექვსი წევრი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური „Repubblica“ ავრცელებს.
ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაცია იტალიის პოლიციამ დღეს დილით კორლეონეში განახორციელა.
„მე ყველაფრის შესახებ შევუთანხმდი, ჩვენ მას პირდაპირ თავში ვესვრით“ – ციტირებს გამოცემა დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის სიტყვებს, რომლის ხმაც პოლიციის ჩანაწერებში ისმის.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მაფიის ბოსების საუბრის ერთ-ერთ ჩანაწერში მკაფიოდ შეიძლება გავიგოთ, რომ საუბარია ალფანოზე თავდასხმაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, სიცილიაში დაიბადა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მაფიოზებმა მინისტრის მკვლელობა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ალფანომ მაფიოზური საქმიანობისთვის დაკავებულთათვის ციხეში არსებული პირობების გამკაცრების სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, ამა წლის ივლისში იტალიის პოლიციამ 1,6 მილიარდ ევროზე მეტი თანხის კონფისკაცია მოახდინა. გამოძიების თანახმად, ეს თანხა მაფიასთან კავშირში მყოფ პირებს ეკუთვნოდათ.