არგენტინის ახალი პრეზიდენტი მაურიციო მაკრი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, არჩევნების შედეგების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ გაირკვა რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,4 პროცენტი მიიღო, ხოლო მმართველი კოალიციის წარმომადგენელს, დანიელ სციოლს 48, 6 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
"გმადლობთ ჩემს მიმართ გამოცხადებული რწმენისთვის. აქ ვარ, რადგან თქვენ გადაწყვიტეთ ასე, დღეს ისტორიული დღეა,"_განაცხადა გამარჯვებულმა მაკრმა.



























































