ბათუმი-სტამბულის ავიარესის სამი მგზავრი დააკავეს დღეს თურქეთის ქალაქ ხოფაში, რომლებიც თურქული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ისლამური ხალიფატის მებრძოლები არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს, თუმცა ამ დროისათვის არ კონკრეტდება დაკავებულთა ვინაობა და არც ის არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
სავარაუდოდ, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ეჭვმიტანილები საქართველოდან თურქეთში საპასპორტო კონტროლის გასავლელად გადავიდნენ. თურქული მედია ირწმუნება, რომ დაკავებულების ისლამურ ხალიფატთან ურთიერთობის შესახებ სპეცსამსახურები ინფორმირებული იყვნენ.