https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საბჭოური სიზმარი თუ რეალობა

19:11; 26.11.2015
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში სტუმრად იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელ  პროგრამებსა და ამ მხრივ გამოყოფილ სახელმწიფო დაფინანსებაზე ისაუბრეს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი სახელმწიფოს მხრიდან მსგავს მიდგომას "ქართული ოცნების საბჭოურ სიზმარს" უწოდებს:

"პოპულისტურ პოლიტიკას არ ძალუძს მყარი ეკონომიკური სისტემის შექმნა. ის სოციალიზმის ნაბიჯ-ნაბიჯ გახორციელების ხერხია,"- _ამბობს ლუდვიგ ფონ მიზესი. ლანჩხუთში, ამ შეხვედრაზე  სამინისტროს წარმომადგენელმა სხვა მრავალ დაპირებასთან  ერთად, თქვა: "მინისტრის დონეზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული ლანჩხუთში ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ძლიერი, დიდი ქარხნის მშენებლობის შესახებ. ასევე, ჩატარდება 50 ჰა-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეკულტივაცია". პირდაპირ ვიტყვი, რომ ესაა "ოცნების" ჩვეულებრივი, სოციალისტური თვალთმაქცობა. რომც აშენდეს ასეთი ფაბრიკა, მას არ ექნება არავითარი ეკონომიკური დატვირთვა. ასეთი საბჭოური გამოხდომების , სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში მოკალათებული ჩინოვნიკების კორუფციული ინტერესები და საარჩევნო კონიუნქტურა დგას, რომელთაც, ჩვენდა სავალალოდ, მოსახლეობის მხრიდან საბაზრო ეკონომიკის ანბანის არცოდნა და კომუნისტური წარსულიდან მომდინარე მენტალობა ასაზრდოებენ. დავსვათ მარტივი კითხვები: სად მიაქვთ მაგ ფაბრიკაში წარმოებული პროდუქცია?! გაუწევს კონკურენციას ხარისხითა და ფასით შემოტანილ, იმპორტულ საქონელს?! მინდა ვკითხო ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეებს: თქვენი პრობლემა რა არის _ არასაკმარისი სიმძლავრეები, თუ გასაღების ბაზრების სიმწირე? თქვენ რა, გაყიდეთ უკვე მთელი ნაწარმი და ბაზრის მოთხოვნას ვეღარ აუდიხართ და ახალი, სახელმწიფო ფულით აშენებული, ქარხანაა საჭირო? იქნებ ნედლეული, ჩაის ფოთოლი, გინდათ მეტი და ვერ შოულობთ, სახელმწიფო თანხებით პლანტაციების აღდგენაზე რომ მიდის საუბარი?! და თუ ეს ასეა, რატომ თქვენ თავად არ აფართოებთ წარმოებას? რატომ კერძო ინვესტიციებს არ მოიზიდავთ? პასუხი მარტივია: საკუთარს ყველა უფრთხილდება, წინასწარ განწირულ საქმეში ფულს არავინ ჩადებს, სახელმწიფოს ფული კი არავის ენაღვლება, ის კი არა, ხელის მოთბობაც შეიძლება. ნუთუ კითხვა არ გვებადება რატომ დაიხურა და მეტიც, აღიგავა პირისაგან მიწისა საბჭოთა დროს მოქმედი ყველა, მიაქციეთ ყურადღება, ყველა სახელმწიფო ჩაის ფაბრიკა, პრივატიზებული თუ არაპრივატიზებული?! და აქ არ გამოდგება პრიმიტიული არგუმენტები: ცუდმა ხალხმა "შეჭამა", მხედრიონმა დაანგრია და გაყიდა, ამერიკას და მასონებს არ უნდოდათ ჩვენთან რომ ფაბრიკა-ქარხნებს ემუშავათ და სხვა მსგავსი "აზრები". მოგეხსენებათ, იმას რაც მოგებას, შემოსავალს იძლევა არავინ ხურავს, არავინ აჩანაგებს… აგერ, ჩვენს თვალწინ ჩატარდა, ხალხის აზრით "უფასო", სინამდვილეში კი სწორედაც ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხებით, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ხვნა -თესვის კამპანია, რომლის შედეგი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ნულია, შრომის კულტურის დაქვეითებაში, ცრუ ღირებულებებისა და მოლოდინების გაღვივებაში, ინფლაციურ პროცესებში თავისი წვლილი კი ნამდვილად შეიტანა. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც, რადგან ასეთია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების ბუნება.  იგივე დაემართათ  თავის დროზე "ნაციონალების" მიერ მსგავსი მეთოდებით აშენებულ საკონსერვო და სასათბურე ობიექტებს. ამას წინათ, დავით ბაქრაძე _ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, შეხვდა, თუ არ ვცდები აგარაში, მათი მმართველობის პერიოდში აშენებული ხილის გადამამუშავებელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნული საწარმოს დახურვის გამო უმუშევრები დარჩნენ და ასე უთხრა: "ჩვენ ავამუშავეთ, "ოცნებამ" კი დახურაო". ხახვივით შერჩათ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა და კორუფციული "ატკატები" , ის კი არა პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა "მხსნელი სახელმწიფოს" მომლოდინე ამომრჩეველში. ეკონომიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე ნამდვილი მიზეზი საწარმოების დახურვისა ამომრჩეველს ნაკლებად აინტერესებს და გრძელდება ასე პოლიტიკური თაღლითობა, არჩევნებიდან–არჩევნებამდე. "ოცნება", დღეს, იმავე ოპერიდან არიებს უკვე კახეთში ასრულებს _ ყურძნის სუბსიდირება ხომ "ნაციონალებმა" დაიწყეს?! "ოცნებამ" კიდევ მეტად წაახალისა. თანაც იმდენად, რომ ვეღარც პროცესებს თოკავს და ვერც გაზრდილ მადას აკმაყოფილებს. "ნაციონალებმაც" საარჩევნო ქულების ჩაწერის დროაო და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი: ძალიან ცოტას უხდის სახელმწიფო გლეხებსო.

მე არც კოოპერატივების შექმნის წინააღმდეგი ვარ და არც ჩაის ფაბრიკების მშენებლობის, ოღონდ _  კერძო სახსრებით. კერძო სექტორმა უკეთ იცის როდის ააშენოს, სად ააშენოს ან ააშენოს თუ არა საერთოდ და ა. შ. ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს ბიზნესში ჩართულობა არა მხოლოდ შეცდომაა გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, არამედ დანაშაულიც. ასეთი ეკონომიკური ავანტურიდან ყველა დაზარალდება, მათ შორის სახელმწიფო, მოგებული მხოლოდ რომელიღაც მექრთამე ჩინოვნიკი იქნება. გამოსავალი ლიბერალური, ანუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა, ამ ცნების ნამდვილი გაგებით და არა სოციალისტური ზიზილ-პიპილებით მორთული კაპიტალიზმი," _ ამბობს ზენაიშვილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების" ცენტრის ხელმძღვანელს გელა ზოიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ამ შეხვედრაში: "სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსის დავით მამუკელაშვილის განცხადებით, ლანჩხუთში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ნამდვილად არის გეგმაში შეტანილი. თუმცა, მეორე საკითხია რამდენად გახორციელდება ეს გეგმა. ეს არ იქნება სახელმწიფო ფაბრიკა, ეს იქნება კონკრეტულად სახელმწიფო პროგრამით მხარდაჭერილი ფაბრიკა, რომელიც შემდგომ სამართავად გადაეცემა კონკრეტულ  კოოპერატივს. სახელმწიფო მხარდაჭერას ახორციელებს კოოპერატივების ფეხზე დადგომისა და მისი ინფრასტრუქტურით აღჭურვის მიზნით, იგი არ ჩაერევა მის მართვაში, მარკეტინგსა და პროდუქციის რეალიზაციაში.

რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამას, მინდა ვთქვა, რომ დიდი ხანია მასში ვართ ჩართულები და  ლანჩხუთში განსაკუთრებული დაინტერესებაა ჩაის მრეწველობასთან დაკავშირებით, სულ 19 კოოპერატივია. თუ რატომ დაინგრა და განადგურდა საბჭოთა დროინდელი ფაბრიკა-ქარხნები, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვეთანხმები ბატონ ვახტანგ ზენაიშვილს იმაში, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ვიღაცას კაპიკებად მიჰყიდა. იმ დროსა და გარემოში ჩვენ ვერ შევძელით სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, წელიწადში 300 დღე შუქი არ გვქონდა…  ასე რომ, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მაშინ ქვეყანაში იყო, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.

ის, რომ ქართული პროდუქცია არ გაიყიდება, ამაში ვერ დავეთანხმები ზენაიშვილს, რადგან 39 ქვეყანა უშვებს ჩაის პროდუქციას და ყველა თავისუფლად ყიდის; ამ ფონზე რატომ არ გაიყიდება ქართული ჩაი თუნდაც ქართულ ბაზარზე, სადაც მისი წილი 7-8%-მდეა დაცემული.   ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, გარდა ტექნიკური აღჭურვისა, არის  საქართველოში საეჭვო ღირებულების ჩაის შემოტანა, რომელიც შემდგომ ქართული შეფუთვით გადის ბაზარზე. გასულ წელს 1400 ტონა დაუფასოებელი ჩაი შემოვიდა ქვეყანაში, მცირე ნაწილი გავიდა შემდგომ ექსპორტზე. ეს უხარისხო და გადასაყრელი ჩაი მინიმალურ ფასად იყო  შეძენილი _ ჩვენებმა კი ნაგვის ფასად იყიდეს, დააფასოეს და ასაღებენ, ვითომ ქართული ნაწარმია. ეს სქემა თუ დაიკეტება, ეს იქნება პირველი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც  დაპირებაც არსებობს.

რაც შეეხება კოოპერატივებს,  თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კოოპერატივები, რომლებიც ჩვენთანაა დარეგისტრირებული, იაქტიურებენ, თავიანთ საკუთრებაში დაირეგისტრირებენ იმ ფერმერების პლანტაციებს, ვინაც თანახმაა  ჩაის გაკულტურებაზე, მაშინ სახელმწიფო დაიწყებს პლანტაციების რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე,  50 ჰექტრამდე პლანტაციის გაკულტურებაა დაგეგმილი თითოეულ მუნიციპალიტეტში, რასაც შემდგომ სჭირდება გადამუშავება და ტექნოლოგიური აღჭურვა. ამიტომ, თუ ეს გაკეთდება, მაშინ კოოპერატივების განვითარების სააგენტო საკუთარი ბიუჯეტიდან კოოპერატივს გადასცემს სამართავად ამ საწარმოს, რომელშიც გაერთიანდება ლანჩხუთში არსებული ყველა მეჩაიე კოოპერატივი.

მე უშუალოდ ვმონაწილეობდი პროექტის შედგენაში, თუ რა სიდიდისა და სიმძლავრის ფაბრიკა შეიძლება იყოს; ეს იქნება უახლესი იაპონური ტექნიკით აღჭურვილი მცირე სიმძლავრის ფაბრიკა, რომელიც 250 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს. ეს პროექტი და გეგმაა, რის განსახორციელებლად კოოპერატივების მხრიდან მეტი აქტივობა, წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

ქვეყანაში სულ შვიდი ამგვარი პროექტია. ჩიბათში გვაქვს მცირე სიმძლავრის საწარმო, რომელიც 2-3 ტონას გადაამუშავებს დღე-ღამურად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ათჯერ მეტი სიმძლავრის მქონე საწარმოზეა საუბარი. ეს საკმაოდ რეალური გეგმაა და გახორციელდება, თუ ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნა.

ზენაიშვილის მხრიდან გამოთქმული საშიშროებები ნამდვილად მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზედმეტად ჩაერევა ამ საქმეში, ვთქვათ, დაიწყებს იქ საკუთარი კადრების დანიშვნებს და ა. შ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს სურვილია ფერმერს დაეხმაროს პლანტაციის გაკულტურებაში,  გადამამუშავებელი საშუალებების შექმნაში. დანარჩენი უნდა მართოს კოოპერატივმა.  სახელმწიფო მას პროდუქციის სტანდარტების დაცვაშიც გაუწევს დახმარებას, რომ გაყიდვადი იყოს შიდა და გარე ბაზარზე.  თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ეს გეგმა განვითარდება, რაც ასახულია კიდეც მომავალი წლის კოოპერატივების სააგენტოს ბიუჯეტში", _  ამბობს გელა ზოიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

შევუნარჩუნოთ ოთახის ყვავილებს იერი

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ რემონტის დროს

ყველა სიახლე

სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

12:04; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო