ქალაქ ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის" პრეზენტაცია კოლეჯ "ჰორიზონტში" გაიმართა.
"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" წარმომადგენელის, შოთა ჯაბუას თქმით, ისინი მზად არიან სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩაატარონ ლექციები შემდეგ თემაზე: გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა და სამოქალაქო ცნობიერება, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირების კამპანია. შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ თქვა, რომ ისინი მზად არიან შეძლებისდაგვარად ჩაერთონ პროგრამაში.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შედგა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციული კერძების გამოფენა-დაგემოვნება. კერძები კოლეჯ "ჰორიზონტის" სტუდენტების მიერ იყო მომზადებული.