პრეზიდენტ გიორგი მარგველშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან და მთლიან სურათში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე ევროპა.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
"საქართველო განუყოფელი ნაწილია ევროპის. ჩვენ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ საერთო ღორებულებებით. ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვავითარებთ იმ სტანდარტებით და ფორმებით, რომელსაც ევროპული ღირებულებები, პოლიტიკური ცხოვრების წესი და ევროპული პოლიტიკური სისტემა ჰქვია. ჩვენს შორის ძლიერი პარტნიორობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ხორციელდება მრავალი ფორმატით, მრავალ დონეზე", – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმი, საქართველოს აქვს ინტენსიური თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატებში ევროპულ სახელმწიფოებთან, ასევე საქართველო არის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა.
"დღეს, როდესაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ახალ აქცენტებს და პოლიტიკას ვიხილავთ, ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან და მთლიან სურათში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე ევროპა, თანამედროვე ევეროპული სამეზობლო. საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს როგორც ევროპული სამეზობლოს ქვეყანა, მაგრამ გარდა ამისა, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს როგორც ევროპული სამეზობლოსთვის კონტრიბუტორი ქვეყანა", _ განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვნადა განვითარდა და ვითარდება.
"მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია. საქართველო აკავშირებს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ არეალებს ერთმანეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობით, არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და თურქეთთან, რაც მნიშვნელოვან არეალს ქმნის და ასეთი ლიბერალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ თავიდანვე ვახორციელებდით და ვაღრმავებთ, მნიშვნელოვანი წვლილია ევროპის სამეზობლო თანამშრომლობისათვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩინეთთან და პოლიტიკურ დღის წესრიგში ძალიან აქტიურია შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სამაგალითოა ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით.
პრეზიდენტის თქმით, ეს გამოიხატება დაბალ გადასახადებში, კორუფციის, კრიმინალის დაბალ დონეში, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მაღალ რეიტინგებში.