საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა.
სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეთა საჩივრები დაფიქსირდა სს "თელასის", სს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" წინააღმდეგ. დავები შეეხებოდა უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადების დარღვევას. მთლიანობაში სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 67 777 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 2 42 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.