"ირაკლი შოთაძე არის იმ სისტემის ნაწილი, რომელიც არ იძიებს კორუფციულ დანაშაულებს, არ იძიებს გახმაურებულ საქმეებს, რატომ? იმიტომ რომ ის არის კონკრეტული დავალებების შემსრულებელი, ეს არის ადამიანი, რომლიც ხელს მოაწერს ყველა დავალებაზე, ეს არის მთავარი პრობლემა, "- ასეთი კომენტარი გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ "გურია ნიუსთან", საქართველოს მთავარ პროკურად ირაკლი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით:
"ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აქამდე მთავარ პროკურატურაში, ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ შეიცვლება, ის ისევ და ისევ იქნება ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, გუშინდელ განხილვაზე თქვენ თვითონ ნახავდით, რომ სისხლის სამართლის უძლიერესი სპეციალისტი უნდა იყოს მთავარი პროკურორი, შოთაძე სისხლის სამართლის ტერმინოლოგიასაც კი არ ფლობს ბოლომდე. რაც ყველაზე სამწუხაროა, მან ვერ დაასაბუთა რატომ არის დღეს დაკავებული ქუთაისში ის სამი ახალგაზრდა ბიჭი რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით, ყველამ კარგად იცის რომ უკანონოდ არიან დაკავებულები, რატომ არ დაკითხეს ეროსი კონწმარიშვილთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანები"_ განაცხადა ვაშაძემ.
ვრცელ ინტერვიუს გიორგი ვაშაძესთან მოგვიანებით შემოგთავაზებთ