თამარ ზოიძე:
_ რადგან ISS მძლავრობს, ალბათ, გვემუქრება საფრთხე. თუმცა, თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან მაქვს მთავრობის იმედი.
მევლუდ ცინცაძე:
_ საფრთხე არის, თუმცა, ჯერჯერობით თავს დაცულად ვგრძნობ.
ბადრი კოტრიკაძე:
_ რას ვუყურებ და ვუსმენ, გვემუქრება. სადაც ისლამისტები მივიდნენ, ყველაფერი მიწასთან გაასწორეს. ახლა თავს ნამდვილად ვერ ვგრძნობ დაცულად.
კახა კილაძე:
_ დაცულად ვგრძნობ თავს, ჯერ არაფერი ისეთი არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც სხვაგან.
უჩა პაპუნაშვილი:
_ ცუდია, ის რაც ხდება მსოფლიოში. ქვეყნის პირველმა პირებმა ყველანაირი ზომები უნდა მიიღონ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
ანგელინა ჯაში:
_ ღმერთმა დაიცვას, რამე მოხდეს. ისე, რომ არაფერი შველის ჩვენს ქვეყანას, კი ვხედავთ ყველანი.
ია მჟავია:
_ დაცულად ვგრძნობ თავს, მაგრამ სურვილი მაქვს არ ემუქრებოდეს ტერორიზმის საფრთხე საქართველოს და მსოფლიოს. მთელი მსოფლიო მოიცვა ტერორისტულმა აქტებმა და მცირე ალბათობა მაინც არის, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს რამე. მშვიდობას ვუსურვებ ყველას!
გურამ ჟღენტი:
_ საფრთხე ყველანი არსებობს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ არც ოზურგეთში და არც მთელ საქართველოში ტერორისტული აქტი არ მოხდება. თავს დაცულად ვგრძნობ.