https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს არის ისლამის და მუსულმანური მოსახლეობის შეურაცხყოფა”

12:11; 30.11.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტი მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 820 მ.

სოფელში არის პირიტის საბადო, სანისლიას თერმული მინერალური წყალი. როგორც აქაურები ამბობენ, წყალს სამკურნალო თვისებები აქვს და ეს საკუთარ თავზე მხოლოდ ზოტელებს არ გამოუცდიათ:

_ ზაფხულში ყოველდღიურად ათობით ადამიანი ამოდის წყლებზე სამკურნალოდ, მათ შორის უცხოელებიც. მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური თვისებების მქონე სამკურნალო წყალი ჩამოდის სოფელში, იქამდე მისასვლელი გზა, პრაქტიკულად, უვარგისია. სამწუხაროდ, ეს სიმდიდრე ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენს და ყურადღებასაც არავინ აქცევს, _ სინანულით ამბობენ ზოტელები.

გარდა წყლებისა, ზოტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ე. წ. ღომის ციხეა, რომელიც შუა საუკუნეების დროინდელია. ახლა იქ ციხის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სოფლის ყველაზე დიდი სიამაყე უახლოეს წარსულს უკავშირდება _ მურთაზ ირემაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში, გმირულად სიკვდილით, სოფლის სახელი ისტორიაში მყარად ჩაწერა. თითოეული ზოტელი მურთაზ ირემაძის სახელს სიამაყით ამბობს და  ამაყნი არიან, რომ სწორედ მათ მიწაზე გაზრდილმა ვაჟკაცმა, ქვეყნის ერთიანობა, მომავალი თაობა სიცოცხლის ფასად დაიცვა.

მიუხედავად ამისა, არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და არც გურიის მხარის ვებგვერდებზე აღნიშნულ ინფორმაცის ვერ იპოვით. ონლაინ სივრცეში ამ შესანიშნავი სოფლის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. როგორც ზოტში ფიქრობენ, ამის მიზეზი სოფლის მიმართ ნაკლები ინტერესია:

_ როდესაც სოფელს ამდენი სიმდიდრე და სიამაყე აქვს, რატომ არის ასეთი მივიწყებული, ვერ გაგვიგია, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზოტში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებსაც ეკომიგრანტი აჭარლები შეადგენენ.

ჩვენთან საუბრისას ზოტელები გულახდილად საუბრობენ საკუთარ მ პრობლემებზე:

_ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობა; ამას ხშირი უშუქობაც ემატება _ სუსტი ქარიც საკმარისია, რომ 200 კომლი უშუქოდ დარჩეს. ამ ზამთარსაც თუ ასე დაგვტოვეს, ცუდად იქნება ჩვენი საქმე. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ხის ავარიულ ბოძებზე სახელდახელოდაა მიმაგრებული. ახლა, პროტესტის ნიშნად დახარჯული ელექტროენერგიის ფული არ გადავიხადეთ. იქნებ, ასე მაინც მოგვაქციონ ყურადღება, _ გვითხრეს ზოტში ასულებს.

სოფლის მოსახლეობა მშრომელი ხალხია _ როგორ გურიაში იტყვიან ერთი გოჯი მიწაც კი არ რჩებათ დაუმუშავებელი. თავს სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით ირჩენენ. განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ ზოტელებს ბევრი საუბარი არ უყვართ. დახმარებასაც იშვიათად ითხოვენ, ისიც მაშინ, როცა გამოუვალი მდგომარეობა აქვთ:

_ ხელისუფლებას ამ დრომდე მხოლოდ წინასარჩევნოდ ვახსენდებოდით _ ხმებისთვის ამოდიოდნენ აქ. ბოლო წლებში ეს ტენდეცია შეიცვალა, ხშირად მოდიან, ამბავს კითხულობენ, ჩვენი პრობლემებით ინტერესდებიან და ეს გვახარებს. როგორც იქნა, თავი ადამიანებად ვიგრძენით და არა საარჩევნო ხმებად. არ ვართ ჩვენ უმადური და დაუნახავი ხალხი. კარგზე კარგს ვამბობთ, ცუდზე ცუდს, _ ამბობენ ზოტში.

"გურია ნიუსთან" სოფლის ცენტრი შეკრებილმა მოსახლეობამ ყველასთვის მტკივნეულ თემაზე _ სოფლიდან სირიაში წასულ ახალგაზრდებზეც ისაუბრეს:

_ რა მოხდა, ახლაც ვერ გამიაზრებია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს და რატომ წავიდნენ სოფლიდან ეს ახალგაზრდები. აქ ყველა მშვიდად ვცხოვრობდით. არჩევნების პერიოდში თამაზ ჭაღალიძეს რაღაც შეურაცხყოფები კი მიაყენეს და ამაზე განაწყენდა მაგრამ ესეც არ ყოფილა ისეთი რამ, რის გარკვევაც არ შეიძლებოდა. რაც შეეხება რობიკო პაქსაძეს, მისმა ასეთმა საქციელმა ყველა შოკში ჩააგდო. ვამბობდით, რომ სოფლის დასაყრდენი ახალგაზრდა იყო, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა და მთელ სოფელს ჩირქი მოგვცხო,  _ ამბობს სოფლის ერთ-ერთი უხუცესი მუჰამედ ჭელიძე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება არ აერიოს, ყველა ყურადღებით უნდა იყოს:

_ ჩემ საგვარეულოში რომ ვიღაცამ ასეთი რამ ჩაიდინოს, არ ვიცი, რას ვიზამ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ წინასწარ მოვიკითხო ყველაფერი. მოვამზადოთ, ვესაუბროთ ახალგაზრდებს, რომ იქ არ წავიდნენ, _ ამბობს ბატონი მუჰამედი.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარ ამის გაგება შეუძლებელია, რასაც მუჰამედ ჭელიძე არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებთან ხშირი საუბარია საჭირო.

უხუცესს თანასოფლელები ამ საკითხში ერთხმად ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ამიერიდან უფრო ყურადღებით უნდა იყონ.

ზოტელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისლამს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს:

_ რომელი სარწმუნოებაა, რომ ტერორს, ადამიანის კვლას და ცუდ რამეს ქადაგებს? ეს არ არის რწმენა _ ეს არის ისლამის და მუსულმანური მოსახლეობის შეურაცხყოფა, _ ამბობს მამუკა ირემაძე.

_ ჩვენი მოციქული იმას გვკარნახობს, რომ მეზობელი, თუნდაც ურწმუნო იყოს, თუკი დახმარებას საჭიროებს, დავეხმაროთ, თუ საჭმელი არ აქვს, გამოვკვებოთ, _ ამბობს მუჰამედ ჭელიძე.

ზოტელები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაცის, რომ სოფელში ვაჰაბისტები იმყოფებიან:

_ არა, ეგ გამორიცხულია _ აქ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს ვერ იპოვით. წლებია, ზოტში ვცხოვრობთ, მშვიდად და წყნარად. ბუკნარშიც ვიყავით. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ქრისტიანებთან და კონფლიქტი არავისთან გვქონია. არ დაიჯეროთ სირიაში წასული ადამიანების ნათქვამი, რომ მათ დევნიდნენ და იმიტომ წავიდნენ. არასოდეს მსგავსი რამ არ ყოფილა. ხელისშეწყობის მეტი არაფერი გვახსოვს. აი, ახლაც, ჩვენც ვსაუბრობთ და ეს პირველი საუბარი არ არის. ხშირად მოდიხართ და ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ზოტელები და თავიანთი სიტყვის დასტურად, მათი საფირმო სანთლის არაყით, სარწმუნოების და მშვიდობიანი თანაცხოვრების სადღეგრძელოს ფეხზე მდგომნი ერთხმად სვამენ.

ამბობენ, რომ ხელისუფლების სადღეგრძელოსაც საჯაროდ დალევენ, ოღონდ მას შემდეგ, რაც პირობას შეუსრულებენ _ სოფელში ახლა გუბერნატორის დაპირების შესრულების მოლოდინში არიან _ გია სალუქვაძე ზოტის მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას დაპირდა.

ზოტში მყოფმა გუბერნატორმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მათ გზის შეკეთების პირობაც მისცეს, ოღონდ კონკრეტული ვადა არ დაუთქვამთ. სოფელში იმედი აქვთ, რომ დაპირებები აუცილებლად შესრულდება. ამ იმედს ახალი საბავშვო ბაღიც აძლევთ, რომლის გახსნაც ხუთ წელზე მეტია ითხოვენ და რომლის შესახებაც "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა.

ბაღის მნიშვნელობაზე, რომელსაც 30 აღსაზრდელი ჰყავს, გახსნის დღეს, როგორც ზოტში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ასევე მხარის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს.

თუმცა, ხელისუფლების პირველ პირებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ახალგახსნილ ბაღში, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის ივლისში დასრულდა, ბევრი პრობლემაა.

სამშენებლო სამუშაოები შპს"კოხტის ძირი"-ის მიერ 130 000 ლარად შესრულდა.

დაბზარული კედლები, ცუდად დაგებული იატაკი, კედლებიდან ჩამოცვენილი საღებავი ზოტელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ:

_ კარგია, რომ გვიკეთებენ, თუმცა, ხარისხს ყურადღება უნდა მიაქციონ, _ გვითხრეს აღსაზრდელების მშობლებმა და ყურადღება სკოლის მშენებლობაზეც გაამახვილეს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, უკვე დასრულებული უნდა იყოს.

თუმცა, ის რაც ფურცელზე წერია, რეალობაში სხვანაირადაა _ ზოტელებს ახალი სკოლის ნაცვლად, ჯერჯერობით, მხოლოდ ახალჩასხმული ფუნდამენტი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ამ თემით "გურია ნიუსი" 10 დღის წინ დაინტერესდა და დეტალების გარკვევა განათლების მინისტრთან სცადა:

_ ზოტში იყო მცირედი შეფერხებები, ასე ვთქვათ, გაურკვევლობები. ვიცი, რომ ამ ეტაპისთვის ეს პრობლემები აღმოფხვრილი იქნება. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დამთავრდება მშენებლობა, მაგრამ, როგორც ვიცი, ხელშეკრულების ჩარჩოებიდან ძალიან არ გამოსულა., _ ასეთი იყო თამარ სანიკიძის პასუხი ჩვენს კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდებოდა ზოტის სკოლის მშენებლობის დასრულება.

ზოტში სკოლის საუკუნოვანი ძველი ხის შენობა იმდენად ავარიულია, რომ იქ გაჩერება სიცოცხლისთვის სახიფათოა. "გურია ნიუსი" ამ პრობლემის შესახებ ბევრჯერ წერდა. მაღალმთიან არსებულ სოფელში მდებარე ავარიულ სკოლაში ამ ეტაპზე 220 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, კონტიგენტი ყოველწლიურად მატულობს. განათლების მინისტრი ჯერ კიდევ გასულ წელს გვპირდებოდა, რომ ზოტელ მოსწავლეებს წელს ახალი სკოლა ექნებოდათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი მხოლოდ ფუნდამენტია.

როგორც გავარკვიეთ, იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც ზოტის საჯარო სკოლა უნდა აეშენებინა, ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გია გოგუაძეა. ჩვენ შევეცადეთ გოგუაძესაც დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ _ მისი ტელეფონი გამორთული იყო.

მეჩეთი ზოტში

მაღაზია ზოტში

სკოლის მშენებლობა ზოტში

ზოტის სკოლაში

ზოტის მოსახლეობა

ზოტის საბავშვო ბაღში

ზ
ოტელი ბავშვები

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოში ყაჩაღობა არახალი ამბავია - გოგლა ჟვანია

"სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ეს დანაშაული გაიხსნას" - მიროტაძე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026
საზოგადოება

უფასოა თუ არა ბაღის ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზებული ბავშვების მკურნალობა

9:28; 19.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო