საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა. როგორც სოციალურ ქსელში მინისტრის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი წერს, სოზარ სუბარი და მისი მძღოლი ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდნენ.
"უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები…გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს.
სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები", _ წერს საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე თამთა ყუბანეიშვილი.