კასპიის ზღვაში "სოკარის" ნავთობგადამზიდ პლატფორმას ცეცხლი გაუჩნდა. უბედური შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაკარგულები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს მომხდარი ტრაგედიის გამო.
"აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაკარგულები. ეს დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისათვის.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მოძმე ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დღეებში ჩვენ ვდგავართ თითოეული აზერბაიჯანელის გვერდით და ვიზიარებთ მათ მწუხარებას."- ნათქვამია ოფიციალურ სამძიმრის წერილში.