BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამერიკელებს განუცხადა, რომ ტერორიზმი ახალ ფაზაში შევიდა.
"ტერორიზმის საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ მას დავამარცხებთ. ჩვენ გავანადგურებთ "ისლამურ სახელმწიფოს" და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც შეეცდება ამერიკის შეერთებული შტატებს ავნოს,"_ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებას მუსულმანებიც შეადგენენ და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომი რელიგიასთან ომს არ ნიშნავს.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არიან ქალები და კაცები, რომლებსაც სამხედრო ფორმა აცვიათ და ჩვენი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან,"_ განაცხადა ობამამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ტერორიზმის დასამარცხებლად ვითარდება.
"ამერიკა და მისი მოკავშირე ქვეყნები, "ისლამური სახელმწიფოს" ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ერაყსა და სირიაში ამბოხებულების აღჭურვას და წვრთნას გააგრძელებს,"_ აღნიშნა ამერკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.