იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით. ის ამ მოსაზრებას არ ემხრობა და მურუსიძეს ურჩევს აზრი შეიცვალოს. მინისტრი რამოდენიმე ფაქტს იხსენებს მურუსიძის მოსამართლეობის პერიოდიდან, რაც მისი აზრით, დადებითად არ ასახავს მის მოღვაწეობას.
"უბრალოდ გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს მისი წარსულიდან. ეს არის გირგვლიანის, ჯანიკაშვილის, მიქიაშვილის ცნობილი საქმეები და ეს არის მოლაშვილის ცნობილის საქმე. ამ ოთხი საქმიდან სამზე გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის საქმეებზე მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და იმ საქმეებში, სამივეში ძალიან რბილად რომ ვთქვათ არის მძიმე დარღვევები. აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ კანონიერი, არამედ მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება", – განაცხადა თეა წულუკიანმა