თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მასთან ერთად, პროკურატურაში დაკითხვაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც დაიბარეს.
"დღეს მე შეიძლება რაღაც დამმართონ. იმ ხალხმა ზუსტად იციან ვისზეც ვლაპარაკობ და შეიძლება სახლამდე წესიერად ვერც მივიდე და პროკურატურამდე ვერ მივაღწიო, იმდენად საშიშია ის რაც მე პროკურატურაში უნდა ვთქვა," _ განაცხადა ელისაშვილმა გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.