ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთის ქალაქ კანდაჰარის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავღანეთის სამხრეთ რეგიონში საჰაერო სამხედრო ძალების სარდლის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე სამოქალაქო პირი, ხოლო 20-მდე დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელებს ტერიტორიაზე მყოფმა სამხედროებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს, გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე კომანდოს ბატალიონიც გაიგზავნა.
თალიბების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების დროს მათ 80-მდე სამხედრო მოკლეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.
როგორც ცნობილია, რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნატო-ს სამხედრო ძალები გაემგზავრნენ.
მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, ვიდრე ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანში რეგიონალურ კონფერენციაზე "თალიბანთან" სამშივოდბო მოლაპარაკების გეგმას განიხილავდა.