ცოტა ხნის წინ აშშ-ის კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ ფასიფიქში ერთი საქორწინო ცერემონიალი გაიმართა.
ამ მოვლენამ ამერიკული მას – მედიის ყურადღება იმ მიზეზის გამო მიიპყრო, რომ პატარძლის როლში ცნობილი კინომსახიობი შარლიზ ტერონის მშობელი დედა ვიხილეთ.
40 წლის სამხრეთ აფრიკელი მსახიობი ქორწილში "პატარძლის" მეჯვარის ფუნქციას ასრულებდა.
ქორწილმა კარგად ჩაიარა, თუმცა სტუმრებს პაპარაცებმა მშვიდობიანად გართობის საშუალება არ მისცეს. ამ საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ ჯვარს დღემდე გაუთხოვარი შარლიზი იწერდა და მექორწილეებს თავზე რამდენიმე ვერტმფრენი დასტრიალებდა.
პაპარაცები შეცდომას მალევე მიხვდნენ, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხეს და "საქმიანობა" გააგრძელეს.