სიდნეის პოლიციამ კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ორი პიროვნება დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფედერალური პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს ბრალი ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ედებათ.
ცნობილი ხდება, რომ ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
სადაზვერვო სამსახურის ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" ავსტრალიაში მკვლელობებს გეგმავდა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტული ოპერაცია სიდნეიში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.