საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას პატიმრების შეწყალების საკითხში ჩართულობასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა:
_ ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, ვფიქრობ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო. მე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით. შეწყალების კომისიაში ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი.
მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მიმართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქცია არის სწორედ შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში.
აქ რა იყო გაუგებარი, ან ანტისახელმწიფოებრივი არ მესმის. ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ეს ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ ჩვენ ყველას. დაწყებული საპატრიარქოთი _ მთავრობაზე აღარ ვსაუბრობ.
მე უბრალოდ მაინტერესებს, ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს?, _ აღნიშნა პრემიერმა.